ბათუმი მე-19 საუკუნეში და დღეს
ბათუმი საქართველოს ერთ-ეღტი უძველესი და განუმეორებელი ქალაქია, რომელმაც ბოლო წლებში დიდი ცვლილებები განიცადა. ადვილია, იპოვო განსხვავება ძველ და ახალ ბათუმს შორის. დღესრეობით, ბათუმი ძალიან მრავალფეროვან გასართობ საშუალებებს მოიცავს, რაც ადრე ნამდვილად არ არსებობდა. გარდა ამისა, აშენდა უამრავი სასტუმრო, გასართობი ცენტრი და ა.შ. ბათუმი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე უცხო ქვეყნებშიც, რადგან მისი სილამაზითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით უამრავი ადამიანია მოხიბლული..
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ბათუმი, რომელშიც ახლა 124000 ადამიანი ცხოვრობს, ოთხი ათას კაციან ზღვის პირად მდებარე პატარა ქალაქს წარმოადგენდა. ქუჩები მოუკირწლავი და ვიწრო იყო, რაც ახლანდელისაგან სრულიად განსხვავდება- ძველი ქუჩები დაფარულია ქვაფენილით. ადრე ბათუმს 1 სამოქალაქო სასწავლებელი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართული სკოლა არსებობდა, რომელიც ქართველ მუსლიმანთა ბავშვების განათლებას ემსახურებოდა. ამ პერიოდში ქვიშიან ტერიტორიაზე შეუდგნენ ბულვარის შენებას. მათალია, თავიდან ხალს არ სჯეროდა, რომ ამ წამოწყებით რამე გამოვიდოდა, მაგრამ მალე ზღვის სანპიროზეგადაიშალა ლამაზი, ნორჩი ბულვარი, რომელიც ბათუმის მშვენებად ქცა. დღესაც, წარმოუდგენელია ბათუმი მის გარეშე, რადგან ბულვარი ამ ქალაქის განუყოელი ნაწილია მე-19 საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ. ამ პერიოდშივე შეიქმნა ბათუმის ნავსადგური, რომელიც დღეს ქალაქის ცხოვრებასა და განვითარებაში დიდ როლს თამაშობს...
ძველი ბათუმი საოცრებაა. მას ძველი კოლორიტი კვლავაც შემორჩა, რადგან ის ძველი ნაგებობები, რომლებიც ბათუმის სიმბოლოებს წარმოადგენდა აღდგენილი და რესტავრირებულია.
წესრიგი, ორიენტირება ზღვისკე, მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო და სწრავა უსასრულო სივრცისაკენ განსაზღვრავდა ბათუმის მიმზიდველობას. დღეს კი, მიუხედავად განახლებული შენობების, ქუჩებისა და გარკვეული ცვლილებებისა, მე -19 საუკუნეში ჩამოყალიბებული არქიტექტურული სახით ბათუმი დრემდე ინარჩუნებს თავისი განუმეორებელი ზემოქმედების ძალა ... ♥
No comments:
Post a Comment