არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს
რა არის ცხოვრება, ცხოვრების აზრი ? რა უნდა აკეთოს ადამიანმა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი მკვდარს არ ემსგავსოს? ეს თემა კაცობრიობის მთავარი საფიქრებალია. ადამიანისა და თითოეული ქვეყნის მოქალაქის თემას დანიშნულების თემას ეხება ნ. ბარათაშვილის "ფიქრნი მტკვრის პირა".
"არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნვოს"
_ წერია ლექსში, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანი ცხოვრებაში არ ილტვის კარგი საქმეების კეთებისაკენ, უკვე მკვდარია, ,რადგან არაფრის ამბიცია არ გააჩნია, არავითარი მიზანი არ ამოძრავებს. უამრავი ნაწარმოების მიხედვით, ადამიანი არ უნდა გაჩნდეს ამ ქვეყნად მხოლოდ იმიტომ, რომ იარსებოს - ყოველი ასეთი საქციელი ფუჭია და მხოლოდ ამაოება, რადგან ადამიანმა ყოველთვის უნდა იბრძოლოსუკეთესი მომავლისთვის, არასოდეს დაკმაყოფილდეს მიღწეულით და ახალი მიზნები დაისახოს. ჩვენი ყოფა- წუთისოფელი ხომ არაფერია, "თუ არა ოდენ საწყაული უღუვსებელი"...
ადამიანის ვალია, გამოადგეს სამშობლოს და " მოყვარეთ და ამხანაგთა თავის რიგით რამე არგოს", აკეთოს მხოლოდ სიკეთე და " სახელის ხე საჩრდილობლად წყლისა პირსას სადმე დარგოს", რადგან შემდგომსა დროს არ მისცეს წყევით თვისი სახელი შტამომავლობას...
ადამიანი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ხატი ღვთისა, უსმინოს უფლის ხმას და ცხოვრება ჭეშმარიტების ძიებას დაუთმოს, წარმატებით ჩააბაროს ცხოვრების გამოცდები, რათა ღირსეულად წარსდგეს უფლის წინაშე.
ჩემი აზრით, რადგან გვაქვს პატივი ვიყოთ ადამიანები, ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ისე, რომ ჩვენივე სახელს უკვდავება მოვუპოვოთ...
No comments:
Post a Comment