ხარის ხატება ქართულ ცნობიერებაში
''მაღალი ღმერთის, ცისა და მიწის, ხარისა და გუთნის მადლით, დღევანდლამდე მოვაღწიეთ ადამიანებმა. მე-20 საუკუნემ უღლიდან გამოხსნა ხარი და იგი თანდათან დაშორდა ადამიანს. თავისი ძირძველი და წმინდა მოვალეობიდან გადადგა ხარი.წავიდა ჩვენგან, ოდნავ ნაღვლიანი, მშვიდი, უწყინარი, კეთილი, ჭირში და ლხინში მუდამ კაცის გვერდით მყოფი, ჩვენგან არც ისე მადლიერი ხარი... არავინ იცის, რამდენი საუკუნე ედგა ხარი კაცს გვერდით, რამდენი საუკუნე ეწეოდა მძიმე უღელს, უღელს, რომელიც ერთი ქართული ლექსის მიხედვით, თვითონ ხარს ნებით დაუდგამს ქედზე"... გარდა ამისახარის კულტი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციებში, მათ შორის საქართველოშიც. სხვათაშორის ეს არის ერთ-ერთი ცხოველი წარმართული ეპოქიდან, რომელმაც ქრისტიანობაშიც ჰპოვა ადგილი...
ხარს საქართველოში და არამარტო ჩვენს ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ხარი ოდითგავნე ძლიერი, შეუდრეკელი ბრძოლის უნარით აღსავსეა. დღესდღეობით არსებობს უამრავი მწერლისა თუ პოეტის ნაწარმოები, რომლებიც ხარს ეძღვნება. ხშირად ადამიანური სიძლიერე ხარის გამძლეობასთანაა შედარებული. არსებიბს უამრავი ლეგენდა, მითი სადაც იგი მთავარი პერსონაჟია...
მე მჯერა, რომ ცისა და მიწის, ხარისა და გუთნის; მაღალი ღმერთის მადლით დღემდე მოვაღწიეთ. ვიცი, რომ იგი ერთ-ერთი ძლიერი, ამტანი შინაური პირუტყვია, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია.
No comments:
Post a Comment